რჩევები და ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

თუ თქვენ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ ჰეთთრიკის სამყაროში, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ სახელძღვანელო და გამოიყენოთ ფორუმი. თუმცა ყველაფერს იქიდან ვერ ისწავლით. ამ სტატიაში მოყვანილია რჩევები და ხრიკები, რომლებიც თქვენ საშუალებას მოგცემთ მიიღოთ დამატებითი ვარჯიში და ფული, შეამციროთ ტრავმები და გაიუმჯობესოთ შედეგი.

გთავაზობთ ერთ-ერთი ძალზე საინტერესო სტატიის თარგმანს ინგლისურიდან ქართულ ენაზე. მე პირადად ძალიან ბევრი ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოვაჩინე მასში.
დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს Frank30-ს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ჩემს წინადადებას მეთარგმნა მისი ნაშრომი ჩვენს ენაზე. სტატია გამოქვეყნდა საკმაოდ დიდი ხნის, მაგრამ მოყვანილი ინფომრაცია მაინც აქტიუალურია და მოქმედი.

ქვემოთ მოყვანილია ამ სტატიის უცვლელი თარგმანი:


რჩევები და ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ეს სტატია მომზადდა ესპანური თანამეგობრობის(ქომუნითის) დახამრებით. (15894078.1). მე ჰეთთრიქს ვთამაშობ 2005 წლიდან, მაგრამ ამ სტატიის შედგენისას უამრავი რამე ვისწავლე. ვიმედოვნებ თქვენც აღმოაჩენთ მასში რაიმეს თვენთვის ახალს.

ფეხბურთელები და ვარჯიში.

150 წუთიანი დამატებითი ვარჯიში. მიიღეთ 150 წუთიანი დამატებითი ვარჯიში ყოველკვირეულად. იპოვეთ მოწინააღდეგე ამხანაგური მატჩისთვის თასის წესებით და ითამაშეთ მაქსიმალურად დაცვაზე ორიერტირებულებმა (მაგალითად 5-5-0), მთავარი მიზანია მიაღწიოთ ფრეს ძირითად დროში და დაინიშნოს დამატებითი დრო. მეორე ტაიმის მიწურულს – 90 წუთზე სავარჯიშო პოზიციაზე შემოიყვანეთ 3 სათადარიგო ფეხბურთელი. ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ ორი „პოზიციების გადანაცვლება“, ანუ საერთო ჯამში 5 ფეხბურთელს მიაღებინოთ დამატებითი 30 წუთიანი ვარჯიში.

ტრავმის მომენტალური განკურნება. დანიშნეთ თქვენი ტრავმირებული ფეხბურთელი მწვრთნელად და ის იმ წამსვე განიკურნება. გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია მწვრთნელის გაყიდვა.

თამაში ტრავმის მიღების რისკის გარეშე. თუ თქვენ გჭირდებათ ათამაშოთ თქვენი ფეხბურთელი მხოლოდ 1 წუთით, ათამაშეთ იგი მატჩის 0 და 1 წუთებს შორის, რადგან დროის ამ მონაკვეთში ფაქტიურად შეუძლებელია ტრავმის მიღება. ეს მეთოდი სასარგებლოა როცა თქვენ გჭირდებათ ათამაშოთ ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის, რომ მისი დატრასფერების უფლება მიიღოთ, ან როდესაც გსურთ მიიღოთ საკომისიო ახალგაზრდული აკადემიიდან ახლად ამოყვანილი ფეხბურთელის გაყიდვიდან, ან როცა გსურთ უბრალოდ ფეხბურთელმა შეინარჩუნოს ფორმა, გამძლეობა და ა.შ.

100%-იანი ვარჯიში წითელი ბარათის მიუხედავად. ვთქვათ, თქვენ ავარჯიშებთ ნახევარდაცვას, მაშინ თვენ უდნა დააყენოთ 2 პირობითი ცვლილება:
1. „ჩემი ნახევარმცველი წითელი ბარათით“->შევიდა ნახევარმცველი, გამოვიდა თავდამსხმელი ან მცველი.
2. „ჩემი გარემარბი წითელი ბარათით “ -> შევიდა გარემარბი, გამოვიდა თავდამსხმელი ან მცველი.

აკადემიიდან ხუთშაბათს ამოყვანილი ფეხბურთელის ვარჯიში. სტანდარტულად, ეს ფეხბურთელი ვარჯიშს ვერ მიიღებდა, რადგან ამხანაგურების უმრავლესობა ტარდება ოთხშაბათობით. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. არგენტინაში) ამხანაგური მატჩები ტარდება ხუთშაბათობით, ეს კი თქვენს ფეხბურთელს ვარჯიშის საშუალებას აძლებს. გაითვალისწინეთ, რომ მატჩი უდნა დაინიშნოს მინიმუმ 2 დღით ადრე და აუცილებლად მოწინააღმდეგის სტადიონზე.

მატჩის დაგეგმვა.

გააოცეთ თქვენი მოწინააღმდეგე თასზე ახალი მწვრთნელით. ამ ხრიკს ის უწყობს ხელს, რომ სათასო მატჩი ტარდება ვარჯიშის განახლებაზე უფრო ადრე. თუ თქვენ აპირებთ მწვრთნელის გამოცვლას, შეცვალეთ იგი თასის მატჩამდე ცოტათი ადრე. აიყვანეთ სუსტი მწვრთნელი კარგი ლიდერობით და ისეთი ტიპის(დაცვითი, შემტევი თუ ნეიტრალური) , რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ ამ კონკრეტულ მატჩზე. იგი თქვენ მხოლოდ 20 000 ლარი დაგიჯდებათ. თასის მატჩის შემდეგ, მაგრამ ვარჯიშის განახლებამდე აიყვანეთ ახალი, ამჯერად უფრო ძვირი (მაგალითად კარგი კარგი ლდერობით) მწვრთნელი, რომლის ყოლასაც ისურვებდით ხანგრძლივი პერიოდით. ასე თქვენ სიურპრიზს მოუწყობთ თასისა და დივიზიონის მოწინააღმდეგეებს და ვარჯიშსაც არ დაკარგავთ.

მნიშვნელოვნად გაზარდეთ თქვენი გუნდის განწყობა. სეზონის ბოლოს გადამწყვეტი მატჩის წინ, თქვენ შეგიძლიათ დაწიოთ ვარჯიშის ხარისხი, რაც გაზრდის თქვენი გუნდის განწყობას და შესაბამისად ნახევარდაცვის რეიტინგს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამას მოყვება ბევრი უარყოფითი შედეგი.

ნუ მისცემთ მოწინააღდეგეს საშუალებას გამოიცნოს თქვენი შეტევის ძლიერი ფლანგი. თუ თქვენ გყავთ მხოლოდ ერთი ძლიერი გარემარბი, თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ მას ფლანგი ტაიმებს შორის, რაც საშუალებას მოგცემთ 45 წუთი მაინც შეუტიოთ თქვენი მოწინააღმდეგის დაცვის სუსტ ფლანგს.

მიიღეთ საკუთარი კედლების უპირატესობა როდესაც დაგჭირდებათ.
ეს ხრიკი თქვენ საშუალებას მოგცემთ გამოიყენთ გაზრდილი ნახევარდაცვა, რომელსაც თქვენ განიჭევთ გასვლითი დერბი. გადახედეთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, გათვალეთ რამდენად გაწყობთ ითამაშოთ დერბები და შესაბამისად შეარჩიეთ რეგიონი. მაგალითად:
– თქვენ გყავთ ძალიან ძლიერი გუნდი დაბალ დივიზიონში და გსურთ დიდი ხნით დარჩეთ სათასო ასპარეზზე. დაბალ ლიგებში ყოფნისას თქვენ მოგიწევთ სათასო მატჩების უმეტესობის საკუთარ მოედანზე ჩატარება. გადაიყვანეთ თქვენი გუნდი ყველაზე მცირერიცხოვან რეგიონში, ასე თქვენ შეამცირებთ მოწინააღმდეგის მიერ დერბის უპირატესობის გამოყენების ალბათობას.
– ან დავუშვათ თქვენ ხართ მაღალ დივიზიონში. ამ შემთხვევაში თქვენ თასზე ძირითადად გასვლითი თამაშები მოგიწევთ. ამიტომ თქვენთვის უმჯობესია იყოთ მრავალრიცხოვან რეგიონში, რადგან დერბის უპირატესობის მიღების შანსი იზრდება.
– ასევე თქვენ შეგიძლიათ ლიგის მოწინააღმეგეთა ანალიზის შედეგად შაერჩიოთ რეგიონი. თუ თქვენი გუნდი შედარებით სუსტია, გირჩევნიათ თავი აარიდოთ დერბებს. ასე თქვენ შეინარჩუნებთ საშინაო მატჩების უპირატესობას. თუ თქვენი გუნდი სხვებთან შედარებით ცოტათი მაინც უფრო ძლიერია, გადადით რეგიონში, რომელსაც წარმოადგენს თქვენი მოწინააღმდეგეების უმრავლებოსა, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ დერბის – სახლში თქვენ ისედაც დიდი შანსი გაქვთ, გასვლაზე კი დამატებით მიიღებთ დერბის უპირატესობას.

ახალგაზრდული აკადემია.

იცოდეთ მეტი ვიდრე თქვენმა სკაუტებმა. აღმოაჩინეთ ტყუპები ttp://www.hattrick-youthclub.org/-ზე და გაიგეთ თქვენი ფეხბურთელების სკილები, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი უხსენებიათ თქვენი გუნდის მწვრთნელსა თუ სკაუტებს.

დამატებითი ვარჯიშები ახალგაზრდულ აკადემიებში. როგორც კი დასრულდება თქვენი დივიზიონი, დაუყოვნებლივ გადადით ახალში და იმავე დღეს დაგენიშნებათ შემდეგი მატჩი (შესაბამისად ვარჯიში). აქედან გამომდინარე, თუ თქვენ თამაშობთ 4 გუნდიან დივიზიონებში, თვენ მიიღებთ დამატებით ვარჯიშს ყოველ მე-6 კვირა.

გამოიყვანეთ ახალგაზრდული აკადემიიდან ძირითად გუნდში ორი ახალგაზრდა ერთ კვირაში. სანამ თქვენ დახურავთ ახალგაზრდულ აკადემიას, ამიყვანეთ იქიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში. აკადემიის დახურვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ ფეხბურთელი სკაუტთა ქსელიდან იმავე კვირაში. სკაუტთა ქსელის დონე იქნება ჩინებული, თუკი თქვენ გყავდათ 3 სკაუტი დიდი ხნის განმავლობაში (დაახლოებით 2 სეზონი)

ტრანსფერები.

გააკეთეთ ისე, რომ თქვენი ფეხბურთელი უკეთესად გამოიყურებოდეს სატრანსფერო ცხრილში. ათამაშეთ ეს ფეხბურთელი არაუმეტეს 10 წუთისა მატჩის განმავლობაში. ასე იგი მიიღებს იმაზე მეტ ვარსკვლავს, ვიდრე მიიღებდა მთლიანი მატჩის შეუცვლელად ჩატარების შემთხვევაში. შესაძლო მეტმა ვარსკვლავმა მეტი ყურადღება მიიპყროს და გამოიწვიოს ფეხბურთელის უფრო სარფიანად გაყიდვა.

განათავსეთ გასაყიდი ფეხბურთელები თქვენს პრესის განცხადებაში. ეს იმუშავებს, თუ თქვენ ცნობილი მენეჯერი ხართ, ან მაღალ დივიზიონში თამაშობთ. საუკეთესო გუნდების უმეტესობა სწორედ ასე ყიდის საკუთარ ფეხბურთელებს.

შეიძინეთ სავარჯიშო ფეხბურთელები, რომლებმაც თითქმის უკვე მიაღწიეს ძირითადი უნარის(სკილის) შემდეგ დონეს. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩნოთ თუ ფეხბურთელი ახლოსაა უნარის მომატებასთან (სკილაფთან) ბრაუზერის სპეციალური დამატების გამოყენებით – სახელად PsicoTSI. ერთ კვირაში ეს ფეხბურთელი დასკილაპდება და შეგიძლიათ უფრო ძვირად გაყიდოთ. ფრთხილად იყავით, ზოგჯერ ეს დამატება ცდება.

ისესხეთ ფული მეგობრისგან. დააყენთა ფეხბურთელი ტრასფერზე მის რეალურ სატრანსფერო ღირებულებაზე გაცილებით იაფად. თხოვეთ თვენს მეგობარს დადოს მასზე ფსონი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს თანხა გამოყნენოთ ახალი ფეხბურთელის შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ტექნიკურად ჯერ თქვენ არ გეკუთვნით. ეს ხრიკი შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან თქვენ წინასწარ არ იცით თუ რამდენად გაგეყიდებათ ეს ფეხბურთელი. შეიძლება მოლოდინი გაგიცრუვდეთ.

იყიდეთ იაფფასიანი მეკარე. ახალგაზრდა მეკარე უფრო იაფია ვიდრე შედარებით უფროსი. რატომღაც 19 და 20 წლის მეკარეების ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 20%ს. არსებობს სხვა უამრავი სატრანსფერო ხრიკი, მაგრამ ყველა მათგანის განსახილველად აქ ადგილი არ გვეყოფა.

ფორუმი.

უჯაშუშე მოწინააღმდეგეს. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ როგორ აპირებს თამაშს თქვენი შემდგომი მოწინააღმდეგე, დაამატეთ იგი ფორუმის მომხმარებელთა ჩანიშვნაში (Bookmark). თუ იგი გაამხალეს საკუთარ გეგმებს, თქვენ ერთ-ერთი პირველი გაიგებთ ამის შესახებ. ეს იმაზე გაცილებით ხშირად ხდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

თუ თქვენ გსურთ მიიქციოთ მეტი ყურადღება და მიიღოთ საშუალება ეთამაშოთ ამხანაგური მატჩები ვისთანაც მოგინდებათ, დაიყენეთ გოგოს ავატარი და თავი მოაჩვნეთ გოგოდ.

გამოიყენეთ დივიზიონის ფორუმი მოწინააღმდეგეებზე მანიპულირებისთვის. დაარწმუნეთ ისინი, თითქოს თქვენ არ განაღვლებთ შედეგი და უეცრად დაუყენეთ მოულოდნელი წყობა და სეზონის მატჩი. ან პირიქით, ვითომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად და უეცრად ითამაშეთ თავისუფლად, დაძავბის გარეშე და კონტრ-შეტევებით.

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი Frank30

ოქროს საბადო ანუ აკადემია

ძალიან ბევრი მენეჯერი სათანადოდ არ აფასებს ჰეთთრიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს – ახალგაზრდულ აკადემიას. ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ფორუმზე კიდევ ერთხელ წავიკითხე როგორ ითხოვდა მენეჯერი დახმარებას ახალგაზრდული აკადემიის გასაუქმებლად. ამ სტატიას მკითხველების 99%-მა ალბათ ისედაც იცის ყველაფერი, რაც აქ წერია, მაგრამ თუ დანარჩენი 1%-დან რამოდენიმე მენეჯერს მაინც წაკითხვის შემდეგ გაუჩნდება სურვილი უფრო ეფექტურად გამოიყენოს აკადემიის შესაძებლობები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს სტატია ტყუილად არ დაწერილა.


რა სარგებლობა მოაქვს აკადემიას ?
1. ფინანსური შემოსავალი.
2. ძლიერი შევსება საკუთარი გუნდისთვის
3. ნაკრების შევსება.


1. დანახარჯი შეადგენს კვირაში მაქსიმუმ 40 000 ლარს ( 3 სკაუტის ყოლის შემთხვევში), რაც სეზონის განმავლობაში გამოდის ჯამში 640 000 ლარი. შემოსავალი კი მილიონებს შეადგენს.
პირადად ჩემს მაგალითს გაგაცნობთ: აკადემია გავხსენი თამაშის დაწყებისთანავე, თითქიმის 9 სეზონის წინ. თავიდან (1-2 სეზონი) რათქმაუნდა არავითარი შემოსავალი არ მქონია – ჯერ ერთი აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე (დაწინაურებამდე 1 სეზონიანი შეზღუდვა). მოერეც – გამოუცდელობის და უცოდინრობის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებდი და ვერ ვახერხებდი აკადემიის სწორად მართვას. მაგრამ მალე გავერკვიე ყველაფერში და აკადემიაც ამუშავდა. სულ ამ 9 სეზონის მანძილზე აკადემიიდან მხოლოდ პირველადი გაყიდვებიდან შემომივიდა 15 მილიონ ლარზე მეტი. 640 ათასი 9 სეზონში გამოდის 6 მილიონზე ნაკლები. ანუ 9 მილიონი სუფთა მოგება. ამას თუ კიდევ დავამატებთ ამ ფეხბურთელების შემდგომი გადაყიდვებიდან მიღებულ მშობლიური კლუბის და წინა კლუბის ბონუსებს, მოგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
შეიძლება ვინმემ იფიქროს : „უბრალოდ გაუმართლა, სულ ასე კი არ იქნებაო!“ და ნაწილობრივ მართალიც იქნება. სულ ერთნაირად არ გაგიმართლებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელვადიან პრესპექტივაში მოგებული დარჩებით. ისევ ჩემს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე წარუმატებელ სეზონში მოგება შეადგენდა 320 000 ლარს, ყველაზე წარმატებულში კი 6 700 000 ლარს. საშუალოდ კი გამოდის სეზონში 1 700 000 ლარი.

2. ყოველ გუნდში ადრე თუ გვიან ხდება თაობათა ცვლა. ფეხბურთელები სწრაფად ბერდებიან და უნარებს კარგავენ. ამიტომ აუცილებელია ძირითადი შემადგენლობის გარდა შედარებით ახალგაზრდა რეზერვის ყოლა, რომელიც ივარჯიშებს და ნელ–ნელა მოძლიერდება. რათქმაუნდა ყოველთვის არის შესაძლებელი სატრანსფერო ბაზარზე გასვლა და იქიდან შევსების მიღება. ლოიალობაც დროთა განმავლობაში მოიმატებს და გუნდიც ბრძოლისუნარიანი იქნება, თუმცა . . .
თუმცა არის ერთი უპირატესობა, რომელსაც ვერასდროს ვერც ერთი შეძენილი ფეხბურთელი ვერ მიიღებს. ეს არის მშობლიური გუნდის ლოიალურობის ბონუსი, რაც ნიშნავს ყველა უნარზე ნახევარი ერთეულის (0,5) დანამატს. შესაძლოა ეს დანამატი არაფერს წყვეტს 5-7 უნარების დროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე, როცა ფეხბურთელებს რამოდენიმე უნარი აქვთ ერთდრულად დიდებული(12) ან მეტი. კიდევ უფრო – როცა გუნდში ერთდროულად რამოდენიმე საკუთარი აკადემიის პირმშოა.

3. თუ გაგიმართლათ (მინიმუმ რამოდენიმე სეზონში ერთხელ გარანტირებულად ასეც მოხდება) და სკაუტმა მოგიყვანათ სანაკრებო პერსპექტივის მქონე ფეხბურთელი, არა აქვს მნიშვნელობა გადაწყვეტთ მის დატოვებას საკუთარ გუნდში, თუ გაყიდვას, მაინც მოგებული დარჩებით. გაყიდვის შემთხვევაში აიღებთ საშუალოზე მინიმუმ 2–ჯერ მეტ თანხას. დატოვების შემთხვევაში კი იხეირებთ ლოიალურობით და გამოცდილებით. ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს ფეხბურთელი 10–ჯერ მეტ გამოცდილებას იღებს. გამოცდილება კი ლოიალურობაზე მეტად ზრდის ყოველ უნარს.


მოკლედ გირჩევთ არ გააუქმოთ და თუ ჯერ არ გაგიხსნიათ – სასწრაფოდ გახსნათ ახალგაზრდული აკადემია. მისი მართვა მხოლოდ დასაწყისშია შრომატევადი, შემდეგ კი უბრალოდ რჩეულ ფეხბურთელ(ებ)ს დაუყენებთ ვარჯიშს და დაელოდებით, სანამ რამოდენიმე კვირაში ბოლომდე ივარჯიშებს. შემდეგ სხვა უნარზე გადახვალთ, ბოლოს ამოიყვანთ ძირითად გუნდში და გადაერთვებით სხვა ფეხბურთელ(ებ)ზე.

სპეციალიზაცია და პოზიცია

შემდეგ ცხრილებში მოყვანილია სპეციალიზაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები სხვადსხვა პოზიის ფეხბურთელებისთვის
D

M

W

F

მოყვანილი ინფორმაცია ნათარგმნია http://hattrickinfo.com -დან. ორიგინალი (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ აქ -> http://www.hattrickinfo.com/en/players/2/#2

გამწვრთნელების ფასების ცხრილი

coach_prices

მოცემულ ცხრილში მოცემულია გუნდში არსებული ფეხბურთელის გამწრთნელების საფასური ლარებში.

ეს ცხრილი ნათარგმნია http://hattrickinfo.com -დან. ორიგინალი (ინგლისურ ენაზე და ევროებში შეგიძლიათ იხილოთ აქ -> http://hattrickinfo.com/en/coach/106

ინტერვიუ უმაღლესის ჩემპიონთან

ინტერვიუ საქართველოს უმაღლესი ლიგის 2 გზის, ასევე საქართველოს ეროვნული თასის 2 გზის გამარჯვებულთან, “Georgian club 1991″-ის მენეჯერთან. Saralidze-ს ასევე ეკუთვნის რეკორდი ქართულ გუნდებს შორის მასტერსზე დაძლეულ რაუნდებში. მან მოახერხა ამ ურთულეს ტურნირზე 5 რაუნდის გადალახვა.

– ორიოდე სიტყვის შენს შესახებ.
მოგესალმებით მე ვარ გიორგი სარალიძე 24წლის.

– პირველ რიგში გილოცავ მეორე გზის გაჩემპიონებას. ბოლო 5 სეზონში 4 ტიტული გაქვს მოპოვებული. 31 სეზონზე თასით დაიწყე, 33-ში უმაღლესი, 34-ში ისევ თასი და ეხლაც უმაღლესი. უამრავ ტურნირს აღარ ვახსენებ. ამდენმა ტიტულმა მიჩვევა ხომ არ იცის და გამარჯვების სიხარულის განელება ? :)
მე ვიტყოდი პირიქითაც კი მომემატა აზარტი თამაშის რაც მეტ ტიტულს ვიგებ, რადგან ხედავ საკუთარ სამუშაოს შედეგი მოაქვს და ეს ერთგვარი აზარტიც კია.

– როგორია მუდამ ფავორიტის როლში ყოფნა, გახშირდა მოწინააღმდეგეების მხრიდან სეზონის მატჩები?
მე ვიტყოდი უფრო და უფრო ძნელდება, რადგან რაც მეტ ტიტულს უგებ, მით უფრო უნდება სხვა მენეჯერებს დაგამარცხონ ამისთვის მათთვის არც თუ ისე სწორ ქმედებებსაც კი აკეთებენ. მაგალითად ცუდ დროს ცუდი მოტსი, მაგრამ მათიც მესმის, მეც მქონდა ეგეთი სურვილები როდესაც ახალი დაწყილი მქონდა გუნდის გაძლიერება.

– სეზონის დასაწყისში რა იყო შენი მიზანი და თუ ხარ შედეგით კმაყოფილი ?
რაც გუნდი სატიტულოდ გავამზადე მიზანი მაქ სეზონში ერთი ტიტულის მოგება. დუბლიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ტიტულითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ ეს სეზონი მშვენიერი იყო. ესეთი კარგი ფული დიდიხანია არ მიშოვია, თუ პირველ თასის სეზონს არ ჩავთვლი.

– რა აზრის ხარ უმაღლესის ახალ ფორმაციაზე, ფაქტიურად გუნდების ნახევარი შეიცვალა. შენი აზრით მომავალი სეზონი გასულთან შედარებით უფრო ძლიერი და დაძაბული იქნება თუ პირიქით ?
პირადად ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ის საქმე დამემატა – მოწინააღმდეგეს დაზვერვა. თითქმის არცერთი ამოსულის გუნდს არ ვიცნობ ფარჯიკიას გარდა, მასთან ერთად II-3 ვთამაშობდი. სიძლიერეს რაც შეეხება ამოსულებიდან ფარჯიკიას და გოალს გამოვყოფდი. ამ ბოლოს მოძლიერება არ აწყენდა, დანარჩენ ორს კი სერიოზული გაძლიერება დაჭირდებათ რადგან დარჩნენ უმაღლესში

– ვის მიიჩნევ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ(ებ)ად ?
ალბათ ყველაზე მეტად ფრიდონს ასევე ვფიქრობდი ჰერეთსზე. ჯერ მაინც წინააა დრო ვნახოთ ვინ როგორ შევსებას მიიღებს.

– თასზე, ისევე როგორც ყველა სხვა ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი იყავი, თუმცა სამწუხაროდ დროზე ადრე გამოეთიშე ბრძოლას, შენი აზრით რა იყო ამის მიზეზი ?
ნამდვილად არ ვთვლი, რომ დროზე ადრე გამოვეთიშე. 1/2 ფინალში თამაშიც არაა იოლი ნამდვილად, გამოთიშვას რაც შეეხება თასი ყველაზე რთული მოსაგებია ჩემი აზრით, რადგან ოლიმპიური სისტემაა. მადრიდისტას რაც შეეხება აქილევსის ქუსლად მყავს )))

– რომელი უფრო მნიშვნელოვანი ტიტულია შენთვის, საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა თუ ეროვნული თასი ?
რა თქმაუნდა უმაღლესი. ჩემთვის უმაღლესის ტიტული უფრო სოლიდურია ვიდრე თასი. უმაღლესს პირველიდან ბოლო ტურამდე დაგეგმვა უნდა, აი თასზე კი მხოლოდ ერთ კონკრეტულ თამაშს გეგმავ, რაც ჩემი აზრით ბევრად იოლია. პლიუს ამას თასი მაინც უფრო გამართლებაა, რა ძლიერი გუნდიც არ უნდა გყავდეს.

– მასტერსზეც მოშინაურებული ხარ უკვე ფაქტიურად, ქართულ გუნდებს შორის რეკორდიც გეკუთვნის, სხვას ჯერ არავის გადაულახავს 5 რაუნდი. რითი განსხვავდება მასტერსი სხვა ტურნირებისგან ?
ოოო მასტერი ნამდვილად მაგარი რამაა. მანდ მოგება ერთი თამაშისაც კი ტიტულის ტოლფასია. მასე დაძაბულად არც ერთ თამაშს არ ვუყურებ და ნამდვილი ადრენალინიცაა ჩენთვის, მაგრამ მანდ თასის მოგება უდიდეს იღბალზეცააა დამოკიდებული. რა მაგარი გუნდიც არუნდა გყავდეს 5-6 თამაში თანაბარი მაინც მოგიწევს და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა იღბალია მაგისთვის საჭირო.

– რა გეგმები გაქვს მომავალი მასტერსისთვის, თუ გაქვს შემუშავებული გამოცდილებიდან გამომდინარე რაიმე ახალი სტრატეგია და თუ გეგმავ გუნდის უფრო გაძლიერებას ?
ყველა თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებ, მაგრამ დამოტსვით ალბათ არ დავმოტსავ, თუ სასწაულად არ შემიწყობს ხელს კალენდარი. სტრატეგია მანდ ერთია ჩემი აზრით, რაც შეიძლება დაბალანსებული რგოლები მეტი ცენტრით. მანდ კონტრით ფონს გასვლა ძალიან ძნელია

– უკვე არაერთხელ შეუცვლია შენს გუნდს სახელწოდება, მომავალი სეზონისთვის კიდევ ახალ ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდეთ? სახელი, რეგიონი ან რაიმე სხვა
არა შეცვლით აღარაფერს აღარ შევცვლი ნამდვილად )))

– როგორ დაიწყე ჰეთთრიკის თამაში, საიდან გაიგე მის შესახებ ?
ჩემი მეგობრისგან გავიგე პირველად. ის დღეც მახსოვს როგორ მოხდა ჩემი მოწამვლა ამ თამაშით ))

– როცა თამაში დაიწყე, გყავდა ვინმე ვისგანაც სწავლობდი თუ თავად ისწავლე ყველაფერი ?
დამწყებისთვის საჭირო რჩევები თავიდანვე ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, ასევე სახელმძღვანელოს გავეცანი თავიდან. რა კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი გლობალს ვაკითხავდი.

– დახლოებით რა დროს ატარებ ჰეთთრიკში დღის განმავლობაში?
საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ჰეტტრიკში. როგორც კი მოვხვდები კომპიუტერთან პირველა თუ არა მეორეს ჰეტტრიკს ვხსნი ))

– შენი უმთავარესი მიზანი ჰეთთრიკში
უმთავრესი რათქმაუნდა გართობა. ასევე ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო ამ თამაშმა.

– რამდენად ხშირად ყიდულობ ახალ ფეხბურთელებს და რატომ ?
საერთოდ ვცდილობ სეზონი რომ დაიწყება აღარ მომიწიოს მოთამაშეების ყიდვა, თუ ტრავმა ან უფორმობა არ შემიშლის ხელს. ამისთვის თითქმის ყოველთვის მაქ თანხა გუნდში

– აქცევ თუ არა დიდ ყურადღებას სპეცებს ?
სპეცებს რაც შეეხება დიდ ყურადღებას ვაქცევ რადგან ტიტულები თუ გინდა, სპეცები უმნიშვნელოვანესი რამ ხდება

– რას ავარჯიშებ გუნდში ?
ვარჯიშს რაც შეეხება უფრი ხშირად მოკლე პასებს ვავარჯიშებ, მაგრამ თუ სკილი უვარდებათ ვცდილობ ის ვუვარჯიშო და გავყიდო, მაგრამ ეს ძნელია რადგან არააა იმდენი ფუფუნება ესე იოლად ცვალო ხალხი და ეს შედეგს არ დაეტყოს.

– არის თუ არა შენთვის საინტერესო ჰეთთრიკის სანაკრებო მხარე, გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს პარასკევობით ?
სიმართლე რომ ვთქვა ადრე უფრო დაინტერესებული ვიყავი ნაკრების ამბებით, მაგრამ შესარჩევის გადამწყვეტ და ჯგუფის მატჩებს თითქმის სულ ვადევნებ თვალს.

– ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი მენეჯერი ხარ ქართულ ჰეთთრიკში, ფორუმზეც ძალიან აქტიური და შესაბამისად ძალიან ცნობილი ქართული კომუნისთვის. არ გეგმავ სანაკრებო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? რატომ ?
არაა, ნამდვილად არ ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას. საერთოდ ბექას დროიდან ვცდილობდი ნაკრების შიდა სამზარეულოში ჩახედვას და იმდენი მუღამი ვერ დავუჭირე რამდენიც კლუბს. იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ ბოლომდე არასდროს მდომია ტრენერობა. ნამდვილად არ მინდა ჩემი უმუღამობის გამო ნაკრებმა იზარალოს, მითუმეტეს მშვენიერი ხალხის ხელშია ნაკრები.

– როგორ შეაფასებდი მოქმედი სამწვრთნელო შტაბის მუშაობას ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში.
მაღალი ბალით შევაფასებდი ნამდვილად. ეხლა კი საინტერესოა ჩემთვის როგორ გადაწყვეტენ ამ ახალი ცვლილებების ფონზე ნაკრების ბიჭების გაზრდას. ამ პროცესს გულისყურით დავაკვირდები და იმედი მაქ ნაკლები კრიტიკის დაწერა მომიხდება ))

– შენი აზრი ახალგაზრდული აკადემიის შესახებ, ღირს საერთოდ მისი გახსნა ? თუ იყენებ, რამდენად კმაყოფილი ხარ ?
რათქმაუნდა ღირს. დამატებითი მუღამიცაა და კარგი შემოსავალიც. დიდ მოგებას ვნახულობ და ეხლა სადღაც 7-8 მილიონის ბიჭები მყავს აკადემიაში.

– იყენებ თუ არა დამხამრე საშუალებებს (ფოქსტიკი, ჰო , იუსქლაბი და სხვა), რომლებს ?
ძალიან იშვიათად იუსქლაიბს, დანარჩენი არცერთი დამხმარე საიტი არგამომიყენებია არასდროს

– მოგწონს თუ არა დაანონსებული ცვლილებები, რომლები მომავალი სეზონის სტარტიდან შედის ძალაში? უნარების კონტრიბუციის ცვლილება, ახალი ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა.
ძალიან მაგარი ცვლილებააა, რაც კიდევ უფრო გაართულებს და მეტ აზარტს მიცევს თამაშს

– დაიწყე თუ არა გუნდის გადაწყობა ამ ცვლილებებზე მოსარგებად ?
ძნელია ასე უეცრად გადაწყობა გუნდის, მაგრამ რაღაც ცვლილებები უკვე დავიწყე და იმედი მაქ ნელ-ნელა გადავაწყობ გუნდს. ეს პროცესი რათმაუნდა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, მაგრამ ვეცდები ნაკლებად დაეტყოს გუნდს.

– 3 რამ რაც არ მოგწონს და შეცვლიდი ჰეთთრიკში.
1. დამალული მომენტების არჩვენება.
2. მასტერის სისტემა უნდა შეიცვალოს, რაც ძალიან ძნელი იქნება. უნდა იყოს ჯგუფები ჩემი აზრით, რაც კიდევ უფრო აზარტულს გახდის ამ ტურნირს.
3. გამოცდილების მომატება. სიტყვაზე უმაღლესში და მეხუთე ლიგაში ერთნაირ გამოცდილებას არ უნდა ღებულობდეს, რაც იმ ბევრ ტალანტ მოთამაშეს გადაარჩენდა, რომლებიც ბოტებთან ლპებიან.

– 3 რამ რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჰეთთრიკში.
1. თამაში რომ ფულზე არაა დამოკიდებული და უპირატესობას არ აძლევს გუნდს ფული.
2. ლიგების სისტემა
3. ნაკრებების სისტემა.

– რეალურ სამყაროში თუ თამაშობდი ფეხბურთს და ამჟამადაც თუ თამაშობ ?
რეალურ ცხოვრებაში ვთამაშობდი საკმაოდ კარგად რაგბს და სხვადასხვა პრობლემების გამო ნაადრევად მომიწია თავის დანებება, რამაც ძალიან დიდი დაღი დამასვა. ფეხბურთს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ხოლმე.

– რეალურ ფეხბურთში რომელ ნაკრებს (რათქმაუნდა საქართველოს გარდა) და
კლუბს გულშემატკივრობ ?

კლუბებიდან ჩემი გული ლურჯებს უკავიათ, ლონდონელ არისტოკრატებს. ნაკრებებში გამორჩეული გუნდი არ მყავს, მაგრამ ეხლა ყველაზე დიდი სიმპატია ბელგიისკენ მაქვს

– როგორ შეაფასებდი ბელგიის ნაკრების შანსებს მომავალ მსოფლიო
ჩემპიონატზე ?

ვფიქრობ ბელგიას უმაგრესი თაობა ყავს, რომელსაც შესწევს ძალა რაღაც დიდ ტურნირის ჩემპიონობას გამოკრას ხელი. 2016 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად ვთვლი.

– როგორ შეაფასებდი ჩელსის შანსებს ინგლისის ჩემპიონატში და ლიგაზე ?
ძალიან ცუდად დაიწყეს სეზონი, ალბათ ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაძნელდება, მაგრამ ლიგაზე ვფიქრობ 2011/12 წლის სეზონს გაიმეორებენ )))

– და ბოლოს, რას ურჩევდი/უსურვებდი დამწყებ მენეჯერებს ?
პირველ რიგში რასაც ვურჩევდი ესააა მოთმინება, ამ თამაშში სიჩქარით ძნელია რაიმე შედეგს მიაღწიო. სურვილით დამწყებებს და უკვე დიდი ხნის დაწყებულებს ))) ვუსურვებდი დიდხანს და ბედნიერ სიცოცხლეს!

– დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს როგორც ჰეთთრიკში, ასევე რათქმაუნდა რალურ ცხოვრებაში.

ინტერვიუ თასის გამარჯვებულთან

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული თასის 35-ე გათამაშების ჩემპიონთან – GM-Nerzul-თან. მისი გუნდი “Farakheti”(1986780) საქართველოს ეროვნული თასის ორ გზის მფლობელია. მიმდინარე სეზონის გარდა მან ეს 32-სეზონის გათამაშებაშიც მოახერხა.

Farakheti

– ორიოდე სიტყვის შენს შესახებ.
მოგესალმებით, მე ვარ ლაშა სხირტლაძე 32 წლის კლუბ ფარახეთის მენეჯერი.
– პირველ რიგში გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ტიტულს. თუ იყო რამე განსხვვება ამ და 2 სეზონის წინანდელ გამარჯვებას შორის ?
დიდი მადლობა, წინა გამარჯვებაში უფრო მეტი გამართლება მქონდა რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეებთან წასაგები თამაშები მოვიგე იღბალის ხარჯზე :) ეხლა გაცილებით თანაბარი ბრძოლები იყო, ისე კი ავღნიშნავ, რომ სიურპრიზი ქვედა ლიგებიდან არ ყოფილა და ამიტომ მოხდა უმაღლეს ლიგელების ტრიუმფი ამ სეზონის გათამაშებაში :)
ისე სიმართლე რომ გითხრათ მე ტიტულისთვის არ ვთამაშობ ამ თამაშს და არსად მეჩქარება :) ყველაფერი თავისით მოვა და ეს ამ ორმა თასმაც დაადასტურა :)

– ფინალის შთბეჭდილებები რომ აღგვიწერო, საკმაოდ დრამატურლი და მძიმე მატჩი გამოვიდა.
გეთანხმებით, ფინალი მართლაც რომ დრამატული აღმოჩნდა, ბოლო წუთზე გატანილ გოლს არ ველოდი და თამაში გამოვრთე :) მაგრამ ყველაფერი ჩემდა საბედნიეროდ შემოტრიალდა და ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა პენლებამდე მიმიყავნა, იქაც გამიმართლა რადგან პირველი პენალტი ჩვენ გავაფუჭეთ და ვიფიქრე აქ წავაგებდით მაგრამ ფორტუნამ არ გვიმტყუნა და პენალტების სერიით გავიმარჯვეთ.
მინდა აქვე შევაქო მოწინააღმდეგე გუნდი მადრიდისტა, ძალიან კარგი გუნდი და უკეთესი მენეჯერი ყავს, ჩვენ ლაივშიც ვმეგობრობთ და ორმაგად სასიხარულოა როდესაც მეგობრების დაპირისპირებაა. :)

– რას იტყვი შენს მოწინააღმდეგეზე ?
კარგის მეტი რა მეთქმის, ნახევარფინალში თასის რეალური და უმთავრესი პრეტენდენტი გამოთიშა ასპარეზობიდან და დამსახურებულად მოიპოვა ფინალისტის საგზური, ფინალშიც რომ მოეგო ეს უფრო დამსახურებული იქნებოდა მაგრამ იღბალი ჩემს მხარეს იყო და ესე არ მოხდა.
ირაკლი კარგი მენეჯერი და კარგი მეგობარია!

– სეზონი დასაწყისიდანვე თუ გეგმავდი თასისთვის ბრძლას ?
არა, მე არცერთი სეზონის წინ არ ვგეგმავ ტიტულს, კიდევ ვიმეორებ, რომ მე ტიტულისთვის არ ვთამაშობ.
– თასიც აიღე და უმაღლესის ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებ, როგორ ახერხებ ამ 2 უძლიერეს ტურნირს შორის ძალების გადანაწილებას ?
გეთანხმები ვინარჩუნებ, მაგრამ უმაღლესის მოგება წარმოუდგენლად მიმაჩნია მიუხედავად იმისა რომ თითქმის უკვე ჩემპიონს თამაში მოვუგე გასვლაზე.
რთულია ორ ფრონტზე ბრძოლა თან მაშინ როდესაც ესეთი ძლიერი მეტოქეები გხვდებიან, მაგრამ მთავარი სწორად განაწილებაა თამაშების შემართების. თუ საქმემ მოითხოვა 2 მოთსიც შეიძლება ითამაშო ისე, რომ არაფერი გააფუჭო.

– რა გეგმები გაქვს მასტერსისთვის, თუ აპირებ გუნდის უფრო გაძლიერებას ?
გაძიერებით გავძიერდები აუცილებლად, მასტერსზე პირველივე თამაშის წაგება არ მინდა ვეცდები ცოტა შორს გავიდე, ვნახოთ როგორ გამომივა :) თან ძალიან კარგი შემოსავალია და ამიტომ უფრო მინდა მოგება. :)
– როგორ დაიწყე ჰეთთრიკის თამაში, საიდან გაიგე მის შესახებ ?
2009 წელს დავიწყე და ინტერნეტიდან რეკლამით გავიგე ამ თამაშის შესახებ. მე ფეხბურთელი ვიყავი და ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ყველა მენეჯერული თამაში მიზიდავს და მითუმეტეს თუ ეს ფეხბურთთან არის დაკავშირებული.
– როცა თამაში დაიწყე, გყავდა ვინმე ვისგანაც სწავლობდი თუ თავად ისწავლე ყველაფერი ?
პირადად არავინ მყავდა და არც არავის ვიცნობდი როდესაც თამაში დავიწყე, მაგრამ აქ გავიცანი ძალიან კარგი ხალხი და თითქმის ყველასთან დავმეგობრდი, ცოტ-ცოტა ყველასგან ვისწავლე, სულ თავიდან რომა და კობა იყვნენ ვინც რაღაცეები ამიხსნეს და დამაკვალიანეს :) შემდეგ ყველა დანარჩენი, მათ შორის შეგანაც მაქვს ბევრი რამ ნასწავლი :)
– დახლოებით რა დროს ატარებ ჰეთთრიკში დღის განმავლობაში?
დილიდან საღამომდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა :) კვირას მარტო თამაშს ვადევნებ თავლს :)
– შენი უმთავარესი მიზანი ჰეთთრიკში
მოგებრებთან ურთიერთობა და გართობა :) ხოლო უშუალოდ ჰეთთრიკში ჩემი უმთავრესი მიზანია ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა, მაქსიმუმი მსოფლიო თასია! :)
– საყვარელი ტაქტიკა და წყობა.
წყობა 3-5-2 ტაქტიკა შეტევითი :)
– რამდენად ხშირად ყიდულობ ახალ ფეხბურთლებს და რატომ ?
იშვიათად ვყიდულობ რადგან ტრანსფერები არ მევასება და ამ ვაჭრობას ვერ ვუმუღამებ :) ვერ ველევი ჩემს ფეხბურთელებს და შესაბამისად გაყიდვაც მიჭირს :) ისე კი შეძლებისდაგვარად გაძლიერება მიყვარსხოლმე :)
– აქცევ თუ არა დიდ ყურადღებას სპეცებს ?
მხოლოდ დეფორის სპეცებს ისე არა, რადგან მაგის ფუფუნება არ მაქვს გუნდში :) ნაკრებშჳ კი ბატონო ყველა სპეცა მომწონს და ყველა პოზიციის სპეციალიზაციას ვაქცევ ყურადღებას.
– რას ავარჯიშებ გუნდში ?
პასებს, ცუდი სავარჯიშო პირობების გამო :) ძნელია იფიქრო წარმატებებზე და ამავდროულად თან კარგად ავარჯიშო გუნდი.
– რატომ გადაწყვიტე ნაკრებში კენჭისყრა ? ხომ არ ნანობ ?
იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მინდოდა წარმატების მიღწევა ნაკრებთან ერთად, ყველაზე უმთავრესი მიზანი ჩემთვის ნაკრებია და საერთოდ არ ვნანობ კენჭი რომ ვიყარე, ისე კი თავიდან ისეთი ამბები დატრიალდა რომ ნამდვილად აღარ მქონდა მუღამი. თუმცა ჩემი მეგობრების დახმარებით და იმ ხალხის პატივისცემისთვის ვინც ხმა მომცა, გადავწყვიტე ყველაფერი დამევიწყებინა და ნაკრების წარმატებები მომეტანა.
– ნაკრებმა ამ სეზონში რეკორდი მოხსნა და მოახერხა პირველად მოეპოვებინა გამარჯვება მეორე რაუნდში, კმაყოფილი ხარ ამ შედეგით ?
სიმართლე გითხრა კმაყოფილი არ ვარ რადგან შეგვეძლო მინიმუმ 2 თამაშის მოგება და შემდეგ რაუნდში გასვლა, მაგრამ შვედებთან არ გაგვიმართლა და წესით ჩვენი მოსაგები თამაში იმათ მოაგებინა :( აი რეკორდი კი ნამდვილად მეამაყება და ვეცდები თუ ისევ ნაკრებშჳ დავრჩი რომ გავაუმჯობესო ჩემივე შედეგი.
– გეგმავ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას? თუ კი, რა იქნება შენი სამწვრთნელო შტაბის პროგრამა მინიმუმი და პროგრმა მაქსიმუმი ?
კი ვგეგმავ კენჭი ვიყარო მესამედაც. პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც იქნება მეორე რაუნდის გადალახვა! მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ძალიან ცუდ დროს დაემთხვა ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი ჯერ არ არის მზად და ამ თაობის ფეხბურთელებით გადაწყობა შეუძლებელია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვიმედოვნებ რომ შესაძლებელია მეორე რაუნდის გადალახვა.
ერთს დავამატებდი, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აღარასოდეს არ უნდა გაუჭირდეს პირველი რაუნდის გადალახვა და ჯგუფიდან გასვლა, ეს მთელს მსოფლიოს დავუმტკიცეთ უკვე, რომ ჩვენ ხელწამოსაკრავი ნაკრები არ გვყავს!

– ეროვნული თასის ორგზის გამარჯვებული, უმაღლესის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი მწვრთნელი. ამასთან ერთად პარალელრად ძალიან საპასუხისმგებლო როლი გაკისრია, ვგულისხმობ გეიმ-მასეტერობას. როგორ ასწრებ ამ ყველაფერს ?
ამბობენ თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო :)) როცა გიყვარს ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი კარგად გავაკეთო და ამისთვის არც დროს და ენერგიას არ ვზოგავ. ძალიან ძნელია მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე მტელი ქართული კომუნის მიმართ.
– ალბათ ძალიან ძნელია ქართული ხასიათიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე გეიმ-მასტერობა, ძალიან ხომ არ გიშლიან ნერვებს ჩვენებური მენეჯერები ?
თავიდან ძალიან ცუდი სურათი დაგვხვდა, ამაში რუფაც დამეთანხმება, თითქმის 1 თვე მოუნდით მთელი ჩვენი ლიგების და გუნდების გადამოწმებას ისე, რომ ოცდაოთხი საათი გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ეხლა ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენეთ და მეეჭვება ვინმეს წესების დარღვევა მოუნდეს. მკაცრი მაგრამ სამართლიანები ვართ, ვერავინ იტყვის, რომ უსამართლოდ მოვექეცით ან ტყუილად დავაჯარიმეთ.
ქართული მენტალიტეტი კი ნამდვილად გვეხმარება და ხელს არაფერში არ გვიშლის, რადგან ჩვენ სიმართლეს ვემსახურებით და 1 დამრღვევის მიმართ მთელი ქართული კომუნა დგას, ეს ზურგს გვიმაგრებს და გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

– არ შეიძლება არ შევეხოთ გლობალური ფორუმის ყველაზე აქტუალურ თემას, საფორთერის ფასს, ძალიან ბევრმა ოფიციალურმა პირმა (გეიმ მასტერებმა, მოდერებმა და ლა-ება) გამოთქვა პროტესტი. შენი პოზიცია ?
ძალიან გაბერილი ფასებია! ვერანაირად ვერ გავამართლებ ამ ფასებს და მიდგომას, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის :( სამწუხაროდ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია, თორემ ევროპელებისთვის ჩვეულებრივი ფასია.
– იყენებ თუ არა დამხამრე საშუალებებს (ფოქსტიკი, ჰო , იუსქლაბი და სხვა), რომლებს ?
კი ვიყენებ, ფოქსტრიკს, ჰოს, იუსქლაბს, ჰეთთრიკპორტალს და ბევრ კარგ პროგრამებს.
– შენი აზრი ახალგაზრდული აკადემიის შესახებ, ღირს საერთოდ მისი გახსნა ? თუ იყენებ, რამდენად კმაყოფილი ხარ ?
ზუსტად საჩემო კითხვა დამისვი :))) ახალგაზრდული გუნდის შექმნა აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა! მარტო მე 60 მილიონზე მეტი შემოსავალი მომიტანა ახალგაზრდულმა გუნდა და მათში გაზრდილმა ტალანტებდმა, ფეხბურთელის სარეკორდო ფასში გაყიდვაც მე მეკუთვნის :) 15 მილიონზე მეტად გაიყიდა ჩემი მცველი, ახალგაზრდულის და მალე ეროვნული ნაკრების წევრი :) ამისთანა სკილების და სპეცის ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა საქართველოში :) პისარუკზე მაქვს საუბარი. კიდევ უამრავი ახალგაზრდა მყავს აღმოჩენილი და კარგ ფასში გაყიდული :)
– მოგწონს თუ არა დაანონსსებული ცვლილებები, რომლები მომავალი სეზონის სტარტიდან შედის ძალაში ? უნარების კონტრიბუციის ცვლილება, ახალი ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა.
რაღაცეები მოსაწონია რაღაცეები არა, უნარების კონტრიბუცია არ მომეწონა, მაგრამ მომეწონა ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა :) ეს უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს გახდის ამ თამაშს, ჩემი აზრით.
– 3 რამ რაც არ მოგწონს და შეცვლიდი ჰეთთრიკში.
1. საპორტერის ფასი.
2. ნაკრებების მეორე რაუნდს და ზევით, რადგან ძალიან ცუდად არის განაწილებული და ცუდი ფორმატით მიმდინარეობს ის 3 თამაში :(
3. ქართული კომუნის სიმწირეს! ყველაფერს გავაკეთებდი, რომ უფრო პოპულარული და მიმზიდველი გამეხადა ეს თამაში საქართველოშიც და ყველა პატარა ქვეყანაში :)

– 3 რამ რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჰეთთრიკში.
1. მთლიანად თამაში.
2. კარგი ხალხის ურთიერთობა
3. მეგობრობა

– ახსენე, რომ ყოფილი ფეხბურთელი ხარ. ეხლაც თუ აგრძელებ ფეხბურთის
თამაშს ლაივში ?

კი, ვაგრძელებ თითქმის კვირაში 2-ჯერ მაინც ვთამაშობ ძმაკაცებთან ერთად.
– რეალურ ფეხბურთში რომელ ნაკრებს (რათქმაუნდა საქართველოს გარდა) და
კლუბს გულშემატკივრობ ?

არგენტინას და ბარსელონას (ამ ბოლო დროს პსჟ-ც მომწონს)
– როგორ შეაფასებდი არგენტინის ნაკრების შანსებს მომავალ მსოფლიო
ჩემპიონატზე ?

ეხ :( შანსები დიდი აქვს მაგრამ უკვე აღარ მჯერა რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდება კიდევ :(
– როგორ შეაფასებდი ბარსას შანსებს ესპანეთის ჩემპიონატში და ლიგაზე ?
ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი გახდება და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს, ნომერ 1 კანდიდატია ორივეგან
– და ბოლოს, რას ურჩევდი/უსურვებდი დამწყებ მენეჯერებს ?
ყველა დამწყებ მენეჯერს ვუსურვებდი, მეტ მოთმინებას და თავდაუზოგავ შრომას, თამაშის არსის კარგად შესწავლას და სწორად დაგეგმილ გრძელვადიან ვარჯიშებს! :) ამ ყველაფრის მერე წარმატებებს და ბევრ ტიტულებს! :)))

– დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს როგორც ჰეთთრიკში, ასევე რათქმაუნდა რალურ ცხოვრებაში.

ცვლილებები ფეხბურთელების კონტრიბუციაში

როგორც იქნება დაანონსდა დაპირებული ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა მომდევნო სეზონში. როგორც მოსალოდნელი იყო რადიკალური გარდაქმნებისგან თავი შეიკავეს, ცოტა დაამუხრუჭეს და ნორმალურ, გაწონასწორებულ ვერსიამდე მივიდნენ. ყველაზე მთავარი რაც გადაიფიქრეს არის ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელებისთვის საწინააღმდე ფლანგის კონტრიბუციის გაუქმება. საბედნიეროდ ყველაფერი ძველებურად რჩება, მცირე შესწორებებით.

ამ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ ყველა პოზიციის და მიმართულების ფეხბურთლების კონტრიბუცია, რომელიც ძალაში მომდევნო სეზონის სტარტიდან შევა:
ცვლილებები

ახალი ძრავის შესახებ სიახლეების მოლოდინში.

გასული სეზონის ბოლოს ჰეთთრიკის მესვეურებმა დიდი ცვლილებები დააანონსეს, ეს ცვლილებები ძალაში უნდა შესულიყო მომდევნო სეზონის სტარტიდან, მანამდე კი მიმდინარე სეზონში უნდა გაევლო ტესტირება ტურნირების ძრავზე. ჩანაფიქრი ძალიან გრანდიოზული და საინტერესო ჩანდა და მოიცავდა:
– ფეხბურთელების უნარების გავლენის ცვლილება გუნდის რგოლებზე. თავდაპირველად დაანონსდა გარკვეული ციფრები, მაგრამ შემდეგ ტესტირების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ თავად ჰეთთრიკის პროგრამისტებს არ ცოდნიათ ძრავის მუშაობის ნიუანსები, თურმე ყველაფერი სხვნაირად ყოფილა ვიდრე მათ წარმოედგინათ, რის გამოც ამ ცვლილებებმა სულ სხვა შედეგი გამოიღო.
– ფულბექის (უკან დახევის) გაძლიერება. როგორც ყოველთვის ძალიან არაპროგნოზირებადია და მომხმარებლების უმეტესობა უკმაყოფილოა. გვპირდებიან რომ ძალიან მალე საერთოდ ამოიღებენ ამ მექანიზმს ძრავიდან და ჩაანაცვლებენ ახალი “დინამიკით”.
– თამაშის დინამიკის შემოღება, რაც ნიშნავს თამაშის სიტუაციების მიხედვით მატჩის მიმართულების ცვლილებას. თავდაპირველად გათვალისწინებულია 2 ბურთიანი უპირატესობის შემთხვევაში დაცვის გაძლიერება თავდასხმის ხარჯზე. შემდგომში დაემატება რეაქცია ფანებზე, ბარათებზე, საფინალო სასტვენამდე დარჩენილ დროზე და სხვ. ტესტირების დასაწყისიდან არაკორექტულად მუშაობს, ცვლილებების სიზუსტე არ შეესაბამება დაანონსებულს და რაც ყველაზე მნიშნველოვანია – ხორციელდება 10 წუთის დაგვიანებით.
– მატჩის რეპორტში ყველა მომენტის დაფიქსირება, ოღონდ მხოლოდ დასრულებულ მატჩებში და არა თავად ლაივ რეპორტებში. აქაც პრობლემები დაფიქსირდა. ძლიან ბევრ სერვერზე, ზოგან არაკორექტულად, ზოგან კი საერთოდ არ ფიქსირდებოდა მონაცემები. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს სტატისტიკა უბრალოდ ისეა დახატული და არავითარ კავშირში არაა კონკრეტულ მატჩთან.
– ახალი პერსონალი – ტაქტიკური მწვრთნელი, რომლითაც ფაქტიურად იგივე უნდა ყოფილიყო, რომ აგვეყვანა შემტევი ან დაცვითი მწვრთნელი. უნდა გაუქმებულიყო მწვრთნელების ორიენტაცია და ყველა გამხდარიყო ნეიტრალური. მაგრამ წარმოიშვა პრობლემა: რა უნდა მომხდარიყო ნაკრებებში, სადაც პერსონალი არ არსებობს. ამის გამო, გადაწყდა რომ მწვრთნელების ორიენტაცია დარჩება, ხოლო ტაქტიკური მწვრთნელი, მათ გავლენას შეასუსტებს ან გააძლიერებს (არჩეული ტიპის და დონის მიხედვით).

ეს ყველა პრობლემა წარმოიშვა ახალი ძრავის გაშვების პირველივე კვირაში, ჰეთთრიკის პროგრამისტები ვერ აუვიდნენ ამდენ ცვლილებას და ჩივილებს. ამიტომ მოითხოვეს გარკვეული დრო, შეგვპირდნენ ყველაფერს დავაზუსტებთ, გავთლით კარგად, გამოვასწორებთ და ყველაფერს გაგაგებინებთ ამ სეზონის მე6 კვირამდეო.

და აი მოგვიახლოვდა მე-6 კვირაც. დარჩა სულ რაღაც 5 დღე, მაგრამ არაფერი ისმის. უკვე თვეზე მეტია არც ერთი ოფიციალურ პირს ერთი პოსტიც არ დაუწერია ფორუმზე. ენის ადმინისტრატორები როგორც ამბობენ, არც მათ მიუღიათ ჯერ რაიმე სიახლე სათარგმნად, არადა ცნობილი ფაქტია, რომ გამოქვეყნებამდე მათ ერთი კვირით ადრე აწვდიან ყოველ სიახლეს. შესაბამისად გამოდის, რომ მე6 კვირამდე სიახლეების იმედი არ უნდა გვქონდეს ?!

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გუშინ (10 აგვისტოს) დაგეგმილი 90 წუთიანი ტექნიკური სამუშაოები, ისე დასრულდა, რომ მას შემდეგ ჰეთთრიკი ფაქტიურად მინიმუმ საათში ერთხელ ან ითიშება, ან რაიმე სხვა პრობლემა ექმნება.

იმედი ვიქიონიოთ, რომ მალე ყველა პრობლემა მოგვარდება და იოჰანიც გამოვა კავშირზე სასიხარულო სიახლეებით.

სიახლეები GeoHattrick-ზე

აქ პერიოდულად დაიდება სიახლეები ჰეთთრიკთან და განსაკუთრებით ქართულ ჰეთთრიკთან დაკავშირებით.

დაუწერელი სახელმძღვანელო

ეს თემა წარმოადგენს გლობალზე ძალიან პოპულარული და სასარგებლო თემის თარგმანს. ორიგინალი (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ ნახო აქ: – -> (16376110.1).

დიდი მადლობა Zorbas -ს (907244) და ყველას , ვინც ეს ინფორმაცია გამაოიკვლია, ერთად შეკრა და გამოაქვეყნა.

თუ აღმოაღენთ რაიმე სახის უზუსტობებს, გთხოვთ შემეხმიანოთ.

სარჩევი :
1. შესავალი
2. ფეხბურთელების უნარები
3. ფეხბურთელების სხვა მახასიათებლები
4. წყობა
5. მატჩი
6. ვარჯიში
7. მწვრთნელი
8. ფინანსები
9. გულშემატკივრები და სპონსორები
10. სტადიონი
11. პერსონალი
12. წყობა: გამოცდილება და დაბნეულობა
13. მატჩი: სტანდარტულები და სპეც. მომენტები
14. მატჩი.:ტაქტიკა
15. შეცვლები
16. ფსიქოლოგია
17. ტრანსფერები
18. ახალგაზრდული აკადემია
19. დივიზიონების სისტემა
20. თასი
21. ამხანაგურები
22. ნაკრები გუნდები
23. მასტერსი
24. სასარგებლო ლინკები